მთავარი / სიახლეები / რაიოლა: “პოგბას “იუვეში” დაბრუნების შანსი არსებობს”

რაიოლა: “პოგბას “იუვეში” დაბრუნების შანსი არსებობს”

მინო რაიოლამ პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნების შესაძლებლობა არ გამორიცხა. როგორც მან თქვა, ტურინი ფრანგი ნახევარმცველის გულში დარჩა, მაგრამ ტრანსფერი „იუვეზეც“ არის დამოკიდებული.

„პოგბას კონტრაქტი მომდევნო წელს იწურება. ვესაუბრებით „მანჩესტერს“ და ვნახოთ. რა თქმა უნდა, ტურინი მის გულში დარჩა და „იუვენტუსში“ მისი დაბრუნების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია „იუვეზეც“, – თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა, 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა და „მანჩესტერში“ 105 მილიონ ევროდ გადავიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …