მთავარი / სიახლეები / რაიოლა: “დე ლიხტმა სეზონის ბოლოს შეიძლება “იუვე” დატოვოს”

რაიოლა: “დე ლიხტმა სეზონის ბოლოს შეიძლება “იუვე” დატოვოს”

მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მატიას დე ლიხტმა შესაძლოა გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს. მინომ ასევე კომენტარი გააკეთა ალესიო რომანიოლის „იუვეში“ შესაძლოა გადასვლაზე.

„დე ლიხტი და რომანიოლი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველები არიან. დე ლიხტს „იუვესთან“ კონტრაქტი აქვს, ხოლო რომანიოლის „მილანთან“ მომდევნო წელს ეწურება. ვფიქრობ, მომავალ სეზონში მათ ერთად თამაში „იუვენტუსში“ შეუძლიათ, მაგრამ ყურადღებით ყოფნაა საჭირო, რადგან დე ლიხტს ასევე შუეძლია „იუვენტუსი“ სეზონის ბოლოს დატოვოს, სატრანსფერო ბაზარი ასე მუშაობს“, – თქვა რაიოლამ Tuttosport-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წელს „აიაქსიდან“ გადავიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …