მთავარი / სიახლეები / იტალიური მედია: ალეგრი კიეზას ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრებს

იტალიური მედია: ალეგრი კიეზას ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა თავს კარგად გრძნობს და ტრავმა აღარ აწუხებს. ის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ “მილანთან” სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება.

იტალიური მედიის ცნობით, ფედერიკოს მასიმილიანო ალეგრი სასტარტო თერთმეტეულში არ მოიაზრებს და მის სქემაში კიეზას ადგილს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

ალეგრიმ “მალმიოსთან” გუნდი 4-4-2 სქემით ათამაშა, მაგრამ ასე იყო მაშინ, როცა გუნდს თავის დაცვა უწევდა, ხოლო შეტევის წამოწყებისას ტურინული გუნდი 3-5-2 სქემაზე ეწყობოდა. კიეზას პოზიციაზე ალეგრი უპირატესობას ხუან კუადრადოს ანიჭებს, რომელსაც 3-მცველიან ტაქტიკაში ფლანგის კონტროლი შეუძლია.

ფაქტია, ალეგრის დაბრუნების შემდეგ კიეზას საქმეები “იუვენტუსში” არცთუ იდეალურად მიდის და მხოლოდ ერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში და მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ყველაზე აქტიური იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …