მთავარი / სიახლეები / რაბიო: “ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და სწორ გზაზე ვართ”

რაბიო: “ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და სწორ გზაზე ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ „მაკაბისთან“ გამარჯვებისა (3:1) და შესრულებული დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან მასიმილიანო ალეგრი ენდობა და გუნდში თავს კარგად გრძნობს.

„პირველ რიგში გუნდის დამოკიდებულებით ვარ კმაყოფილი. ბედნიერი ვარ გოლებით, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ და კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში ცოტა ნაკლებად, მაგრამ სწორ გზაზე ვართ.

მე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები მოედანზე, ვარჯიშებზეც, ალეგრი კი მენდობა. მისთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელის ყოლა, რომელიც გუნდს ბალანსს აძლევს. შემიძლია გოლის გატანა და ეს დღეს საღამოს დავამტკიცე. ბედნიერი ვარ, რადგან გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ „ბოლონიასთან“ და დღესაც კარგად ვითამაშეთ და ბედნიერი ვარ.

„მაკაბის“ კარგი ფეხბურთელები ჰყავს. გასვლაზე მოგვიწევს ახლა თამაში და კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, თუმცა ამ შემართებით დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ. ასე უნდა გავაგრძელოთ“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს, პსჟ-სა და „ბენფიკას“ დუეტს 4-4 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი „მაკაბის“ სტუმრად შეხვდება. მანამდე მასიმილიანო ალეგრის გუნდი 8 ოქტომბერს, „მილანს“ „სან სიროზე“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …