მთავარი / სიახლეები / დი მარია: “საგოლე პასის გაკეთება სიამოვნებას მანიჭებს”

დი მარია: “საგოლე პასის გაკეთება სიამოვნებას მანიჭებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ ჰაიფას „მაკაბისთან“ გამარჯვებისა (3:1) და სამი საგოლე პასის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მას თანაგუნდელებისთვის საგოლე გადაცემის გაკეთება სიამოვნებას ანიჭებს.

„კარგად ვიმუშავეთ და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა სამი გოლით და რაც მთავარია, შედეგის შესაცვლელად ვიბრძოლეთ. ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო და ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს, ეს არის საგოლე პასის გაკეთება. სიამოვნებას მანიჭებს, რომ ვემსახურო თანაგუნდელებს, დავეხმარო გოლებში და ისინი გავახარო. ბევრი მომენტი შევქმენით და მომენტების გამოყენების კუთხით უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ.

საპასუხო მატჩში ყურადღებით უნდა ვიყოთ, პსჟ-თან შინ მათ კარგი თამაში ჩაატარეს. კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ დღეს კარგად ვითამაშეთ, მეორე შეხვედრაში კი კონტრშეტევებზე ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ძალიან ვწუხვარ, რომ „მილანთან“ ვერ ვითამაშეთ. თუმცა, ეს დისკვალიფიკაცია დაშვებული შეცდომის გამო დავიმსახურე და ძალიან ვწუხვარ, რაც გავაკეთე. ეს იყო ჩემი თანაგუნდელების, კლუბისა და საკუთარი თავისადმი პატივისცემის ნაკლებობა. თუმცა, მეც ადამიანი ვარ და ვეცდები, მსგავსი რამ აღარ გავიმეორო“, – თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს, პსჟ-სა და „ბენფიკას“ დუეტს 4-4 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი „მაკაბის“ სტუმრად შეხვდება. მანამდე მასიმილიანო ალეგრის გუნდი 8 ოქტომბერს, „მილანს“ „სან სიროზე“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …