მთავარი / სიახლეები / რაბიო “მანჩესტერში” ტრანსფერთან ახლოსაა

რაბიო “მანჩესტერში” ტრანსფერთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს – ინგლისელები 18 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონი ევრო დაემატება.

თუმცა, ახლა „მანჩესტერმა“ შეთანხმებას რაბიოს აგენტთან, დედამისთან პირად კონტრაქტზე უნდა მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო „იუვენტუსმა“ 2019 წელს დაიმატა და მას იტალიურ გრანდთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …