მთავარი / სიახლეები / იტალიელი ჟურნალისტი: “ალეგრი რომ ვიყო, შემრცხვებოდა”

იტალიელი ჟურნალისტი: “ალეგრი რომ ვიყო, შემრცხვებოდა”

იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო ბრამბატიმ მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა და თქვა, რომ მის ადგილზე რომ იყოს, შერცხვებოდა. ბრამბატისთვის გაუგებარია ალეგრის მიერ გაკეთებული განცხადებები.

„ასეთი რამ არასდროს მინახავს, ცხადია, „იუვენტუსზე“ ვსაუბრობ. ალეგრი რომ ვიყო, შემრცხვებოდა. „ატლეტიკოსთან“ თამაშის დაწყებამდე თქვა, რომ კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე კარგად იმუშავა, მატჩის შემდეგ კი თქვა, რომ ჩვენ ეს ვართ. სად არის მაშინ სიმართლე? თან მეკარემაც ტრავმა მიიღო. მე მჯერა, რომ სკუდეტოს ფავორიტი „მილანია“, – თქვა ბრამბატიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ პრესეზონზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და ბოლო ამხანაგური მატჩი „ატლეტიკოსთან“ საშინლად ჩაატარა – 0:4 წააგო. აღსანიშნავია, რომ 3 გოლი ალვარო მორატამ გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …