მთავარი / სიახლეები / ჟორჟინიო: “ის პენალტები ყოველთვის მემახსოვრება”

ჟორჟინიო: “ის პენალტები ყოველთვის მემახსოვრება”

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ჟორჟინიომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის (0:1) და მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მთელი ცხოვრება ემახსოვრება პენალტები, რომლებიც შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ვერ გაიტანა.

„რთულია ამ ყველაფრის ახსნა, ძნელია პასუხის პოვნა. მტკივა, ძალიან მტკივა. დიდი იმედგაცრუებაა. ახლა მიჭირს პასუხის პოვნა, გულწრფელი ვარ, ახლაც არ მჯერა. ბევრი მომენტი შევქმენით და ვდომინირებდით. სამწუხაროდ, შეტევების დასრულება ვერ მოვახერხეთ, ეს არ არის ვინმეს ბრალი, ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა შევხედოთ.

კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით, მატჩებს ვიგებდით და ევროპის ჩემპიონატის მოვიგეთ, მაგრამ ბოლო მატჩებში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მცირე შეცდომები დავუშვით, რამაც განსხვავება გამოიწვია.

შვეიცარიასთან გაცუდებული პენალტები? სიმართლე გითხრათ, რთულია. როგორც ვთქვი, რეალობას უნდა შევხედოთ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ეს მეც მაწუხებს. მტკივა, როცა პენალტებზე ვფიქრობ და სამწუხაროდ, მთელი ჩემი ცხოვრება ვიფიქრებ. ორჯერ მივედი პენალტის დასარტყმელად და თანაგუნდელებს ვერ დავეხმარე, ვერ გავახარე ქვეყანა, ეს არის ის, რისი ტარებაც მთელი ცხოვრება მომიწევს და ძალიან მძიმეა“, – თქვა ჟორჟინიომ.

შეგახსენებთ, ჟორჟინიომ შესარჩევი ეტაპის ორ მატჩში, ორჯერვე შვეიცარიასთან პენალტი ვერ გაიტანა, არადა, ერთ-ერთი რომ გაეტანა, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი-ოფის გარეშე გავიდოდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …