მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ყველა ჩვენგანში შინაგანი სიცარიელე დარჩა”

კიელინი: “ყველა ჩვენგანში შინაგანი სიცარიელე დარჩა”

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სექტემბრიდან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ძვირი საფასურიც გადაიხადეს.

„ძნელი ასახსნელია, დიდი იმედგაცრუებაა, რადგან ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ და გოლი დაგვაკლდა. სექტემბრიდან დღემდე შეცდომები დავუშვით და საფასური გადავიხადეთ. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, ვამაყობ იმ გუნდით, რომელმაც დღესაც ყველაფერი გაიღო. განადგურებული და გატეხილები ვართ. თავიდან უნდა დავიწყოთ.

ცხელ გულზე ძნელია კომენტარის გაკეთება, ჩვენში შინაგანად დიდი სიცარიელე დარჩა და იმედი მაქვს, რომ ეს სიცარიელე მომავალში დიდ მუხტს მოგვცემს ყველაფრის თავიდან დასაწყებად. იმედი მაქვს, რომ მანჩინი დარჩება, რადგან მას ნაკრებისთვის საჭირო თვისებები გააჩნია. ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, უნდა გავიდეთ ჯერ ევროპის ჩემპიონატზე და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 წლის შემდეგ.

ადვილი არ იყო მეტოქის საჯარიმოში სივრცეების მოძებნა, მაგრამ ისე წავაგეთ, საფრთხე არ დაგვმუქრებია. გუნდმა ყველაფერი გააკეთა და ვერაფერს დავაბრალებთ. ბოლო მატჩი ნაკრებში? ვფიქრობ, მომდევნო მატჩი კიდევ მაქვს, ახლა ამის დრო არ არის“, – თქვა კიელინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …