მთავარი / სიახლეები / პარატიჩი: “ჰოლანდი “იუვესთან” ახლოს ორჯერ იყო”

პარატიჩი: “ჰოლანდი “იუვესთან” ახლოს ორჯერ იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ, რომელიც ამჟამად „ტოტენჰემში“ მუშაობს, იტალიურ მედიასთან თქვა, რომ ერლინგ ჰოლანდის შეძენას ორჯერ ცდილობდნენ, მაგრამ ნორვეგიელმა ორჯერვე სხვა არჩევანი გააკეთა.

„ჰოლანდი „იუვენტუსთან“ ახლოს პირველად 16-17 წლის ასაკში იყო, როცა ჯერ კიდევ ნორვეგიაში თამაშობდა. მას სურდა რეგულარული სათამაშო პრაქტიკა, შესაბამისად, „ზალცბურგში“ გადასვლა აირჩია. მეორედ ავსტრიული გუნდიდან ვცდილობდით მის დამატებას, მაგრამ „დორტმუნდი“ აირჩია ჩემპიონატის გამო, რადგან უფრო მეტად ეთამაშა. უფრო ადვილია 20 წლის ასაკში „დორტმუნდში“ თამაში, ვიდრე „იუვენტუსში“, ვინაიდან იმ დროს პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი და მარიო მანჯუკიჩი გვყავდა. ფეხბურთელმა უბრალოდ სხვა სპორტული გზა აირჩია“, – თქვა პარატიჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო პარატიჩი „იუვენტუსში“ 2010-2021 წლებში მუშაობდა. რაც შეეხება ერლინგ ჰოლანდს, ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ძალიან მაღალი სატრანსფერო ფასიც აქვს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …