მთავარი / სიახლეები / “იუვემ” ვან დე ბეეკის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო

“იუვემ” ვან დე ბეეკის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ La Stampa იტყობინება.

წყაროს თანახმად, ფედერიკო კერუბინი აგენტს დაუკავშირდა, იანვარში შესაძლო ტრანსფერზე. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი ჯერ კიდევ ზაფხულში შემდგარა. ტურინელები ნიდერლანდელი ნახევარმცველის მხოლოდ იჯარით დამატებას განიხილავენ გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით.

ვან დე ბეეკს „მანჩესტერში“ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და გუნდის დატოვება სურს, რაც ტრანსფერის შანსს ზრდის. გარდა ამისა, დონი მატიან დე ლიხტის უახლოესი მეგობარია, რამაც შეიძლება ტრანსფერზე დადებითი ეფექტი მოახდინოს.

გარდა ამისა, „იუვენტუსი“ იანვარში ერთი ნახევარმცველის გასხვისებას გეგმავს – აარონ რემზის ან ვესტონ მაკკენის.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …