მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: პერინმა “იუვესთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: პერინმა “იუვესთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ მატია პერინს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

პერინი „იუვეში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება და მან ხელფასი შეიმცირა. 29 წლის კიპერის ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა.

მიმდინარე სეზონში მატიამ ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა. ის „იუვემ“ 2018 წელს „ჯენოადან“ შეიძინა და 2018-2019 წლების სეზონში 9-ჯერ ითამაშა. 2019-2021 წლებში კი ტურინელებს ის „ჯენოაში“ გყავდათ განათხოვრებული, რადგან პერიოდში გუნდში ჯანლუიჯი ბუფონი დაბრუნდა და პერინის ადგილი გუნდში ვეღარ მოიძებნა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …