მთავარი / სიახლეები / ჯიჯი ბუფონი “იუვეზე”, სკუდეტოზე, დიბალასა და იტალიის ნაკრებზე…

ჯიჯი ბუფონი “იუვეზე”, სკუდეტოზე, დიბალასა და იტალიის ნაკრებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც ამჟამად „პარმაში“ თამაშობს, იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა.

44 წლის ჯიჯიმ „იუვეს“, პაულო დიბალას, საჩემპიონო ბრძოლისა და იტალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა.

„იტალია მუნდიალზე რომ გასულიყო, არ მგონია ნაკრებში გამოძახება მიმეღო. მერიტოკრატია ჩემს მხარეზეა, მაგრამ არის სხვა ფაქტორებიც, რასაც უპირატესობა ენიჭება და პატივი უნდა ვცეთ. ბოლო წლებში გაკეთებული არჩევანით ეს ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ნაკრების დონეზე ისევ ვთამაშობ.

ჩვენთვის დამახასიათებელია, რომ სირთულეების დროს ვიცით კარგად თამაში, როცა სიმშვიდეა, გვაკლია ხარისხი. პრობლემები 2010 წელსაც ჩანდა, როცა უბრალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ვზეიმობდით. მანჩინი? ევროპის ჩემპიონობა მისი დამსახურებაა, მაგრამ ამ წარუმატებლობაში გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს. თუ პორტუგალიასთან პენალტებით წააგებ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ ფეხზე წამოდგომა უფრო რთული იქნება.

სკუდეტო? „ინტერი“ ფავორიტია. რამდენიმე წარუმატებელი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ტურინში გამარჯვებით ფავორიტის სტატუსი დაიბრუნეს. „იუვეს“ „ინტერთან“ რომ მოეგო, ბრძოლაში იქნება, მაგრამ ეს სინანულის სეზონია. ალეგრი? მოედანზე ჩანს, რომ გუნდი უმჯობესდება.

დიბალას წასვლას არ ველოდი, მაგრამ კლუბი გულწრფელი და პირდაპირი იყო, თქვეს,მ რომ პაულო ამ პროექტში ფუნქციონალური არ არის. მას ცუდ ფეხბურთელად არ მიიჩნევენ და ის იპოვის ისეთ კლუბს, სადაც შესანიშნავად ითამაშებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ „იუვემ“ შეცდომა დაუშვა.

„რეალი“ – „იუვენტუსი“ 1:3? კრიშტიანუს პენალტით ისინი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, მაგრამ წარმოუდგენელი ემოციები განვიცადე, ვამაყობდი იმით, რომ „იუვეს“ კაპიტანი ვიყავი“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა 2001-2018 და 2019-2021 წლებში „იუვენტუსში“ 685 თამაში ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …