მთავარი / სიახლეები / მოჯი: “იუვე” კარგ ფეხბურთელებს ყიდულობს, მაგრამ მათ თავის პოზიციებზე არ ათამაშებენ”

მოჯი: “იუვე” კარგ ფეხბურთელებს ყიდულობს, მაგრამ მათ თავის პოზიციებზე არ ათამაშებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ტურინული კლუბის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ისინი კარგ ფეხბურთელებს ყიდულობენ, მაგრამ თავიანთ პოზიციებზე ბევრს არ ათამაშებენ.

„თუ ფეხბურთელს თავის ბუნებრივ პოზიციაზე აყენებ, ნორმალურია, რომ ის კარგად თამაშობს და მოედანზე ბრწყინავს. სამწუხაროდ, ბოლოს დროს „იუვენტუსი“ ყიდულობს კარგ ფეხბურთელებს, რომლებსაც შემდეგ სხვა პოზიციაზე თამაში უწევთ და შედეგებსაც ვხედავთ.

შემიძლია ბერნარდესკის მაგალითი მოვიყვანო, რომელიც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ „იუვეში“ თითქმის ყველა პოზიციაზე თამაშობდა, მეკარის გარდა. ასევე შემიძლია დავასახელო კულუშევსკის, რომელსაც ტურინში არაფერი გაუკეთებია, „ტოტენჰემში“ კი ამტკიცებს, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“, – თქვა მოჯიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …