მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ტრანსფერებით კმაყოფილი ვარ, დიბალას წასვლას არ ვნანობ”

ალეგრი: “ტრანსფერებით კმაყოფილი ვარ, დიბალას წასვლას არ ვნანობ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, რთულ მატჩს ელოდება, მაგრამ დადებითი შედეგის მიღწევა სურთ.

„ფლორენციაში მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ ყველაზე რთულია. ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა მნიშვნელოვანი იქნება. პარედესი? შემადგენლობა ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, იქნებ თქვენ იცოდეთ? ის მაღალი კლასის მოთამაშეა, ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი ნახევარდაცვის ხარისხს ამაღლებს ფაჯოლისთან, მირეტისთან, ლოკატელისთან და პოგბას ერთად, რომლის დაბრუნებას ველოდებით. ასევე გვყავს რაბიო და მაკკენი, რომელთაც განსხვავებული მახასიათებლები აქვთ და ფეხბურთელების თვისებები ერთმანეთს კარგად შევუხამეთ.

სატრანსფერო ბაზარი? ძნელია ქულებით შეფასება. შემიძლია ვთქვა, რომ კლუბმა ძალიან კარგად იმუშავა, როგორც შეძენის, ისე გაყიდვების კუთხით. ახალგაზრდები დარჩნენ, როგორც ეს ხელმძღვანელობას სურდა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ერთი ადგილი თავისუფალი დარჩენილიყო.

ამ დროისთვის პოგბა და კიეზა გვაკლია, მოდით არსებულ მომენტში რეალურ რაღაცებზე ვიფიქროთ და შემდეგ თვის ბოლოს შევაფასოთ სიტუაცია. სეზონის განმავლობაში მოულოდნელი რაღაცები ხდება. რომ ვთქვა, „იუვე“ უკეთესია, ვიდრე „მილანი“ და „ინტერი“, რა მოხდება?

ზაკარია? ბიჭმა თავი აქ ჩაკეტილად იგრძნო და დიდი ენთუზიაზმით შეხვდა „ჩელსიში“ ტრანსფერის შანსს. წარმატებებს ვუსურვებ მას და არტურს, ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ და კმაყოფილები ვართ.

ბონუჩი კარგადაა, გუნდთან ერთად ივარჯიშა და შევაფასებთ სიტუაციას ხვალ ითამაშოს თუ პარიზში. დი მარია? საუკეთესო კონდიციაში არ არის, მაგრამ თამაში შეუძლია. ვინც ჯერჯერობით გაურკვეველი პერიოდით გვაკლია, მხოლოდ კიეზა და პოგბა არიან, თუმცა ხვალ რაბიოც არ იქნება, მან ფეხში დარტყმა მიიღო და ჰემატომა აქვს, რაც ფეხის კარგად მოხვრის საშუალებას არ აძლევს. შჩესნი? არ ვიცით, ზუსტად მისი გამოჯანმრთელების დრო, მაგრამ ამჟამად ხელმისაწვდომი არაა.

კინის რეაქცია შეცვლისას არც კი შევიმჩნიე, მშვიდად ვარ, რადგან კარგად ვარჯიშობს და კარგად ითამაშა. ვლაჰოვიჩის დასვენება? კარგი იდეაა, მოვიფიქრებ, ბევრი თამაში გველოდება.

რომას ლიდერობა ჩემთვის სიურპრიზი არ არის, დიბალას გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ სინანული არ მაქვს. ვწუხვარ, რომ რომასთან ვერ მოვიგეთ და 4 ქულა დავკარგეთ, მაგრამ სკუდეტოს მოგება სიმყარეზეა დამოკიდებული, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …