მთავარი / სიახლეები / მორიგი ჩაგდებული სეზონი: ზაფხულში “იუვეს” გეგმები და წამსვლელი ფეხბურთელები

მორიგი ჩაგდებული სეზონი: ზაფხულში “იუვეს” გეგმები და წამსვლელი ფეხბურთელები

ტურინის „იუვენტუსმა“ მორიგი სეზონი ჩააგდო და ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში დაემშვიდობა.

თუმცა, მაურიციო სარისგან და ანდრეა პირლოსგან განსხვავებით მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლება არ ემუქრება, ყოველ შემთხვევაში ახლა ასეთი ვითარებაა. მას კლუბთან კიდევ 3 წლით აკავშირებს მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი, რაც მის გათავისუფლებას ართულებს.

თითქმის ყველა თანხმდება, რომ კლუბს შემადგენლობის მხრივაც სერიოზული პრობლემები აქვს, რომელშიც ზაფხულში ცვლილებები აუცილებლად იქნება. სწორედ ამ თემაზე, ოღონდ არა შესაძლო ახალ ტრანსფერებზე, არამედ შესაძლო წამსვლელებზე, Calciomercato წერს:

დაცვა – მთავარი მიზანი მატაის დე ლიხტის დარჩენაში დარწმუნება იქნება, რაც შეუძლებელი მისია არ არის, თუ ნიდერლანდელ ფეხბურთელს დამაჯერებელ პროექტს წარუდგენენ. ამავე დროს გასარკვევია ჯორჯო კიელინის მომავალი, რომელიც ტრავმების გამო სეზონის განმავლობაში ბევრს ვერ თამაშობს. მას კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს, მაგრამ თუ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავა, შესაძლოა, ხელშეკრულება გაწყვიტოს და კარიერა მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულოს. შესაძლებელია, რომ დანიელე რუგანიმ 2024 წლამდე ძალაში მყოფი კონტრაქტი გაახანგრძლივოს. თუმცა, მხოლოდ ხელფასის დაკლების შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში დიდი ალბათობით, მას ახალი კლუბის ძებნა მოუწევს. ფლანგზე ალექს სანდრო წამსვლელთა სიაშია, რადგან 2023 წელს მისი კონტრაქტიც იწურებას, რომლის განახლებაზე კლუბი საერთოდ არ ფიქრობს.

ნახევარდაცვა – მხოლოდ სუპერშეთავაზების შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს „იუვენტუსი“ ვესტონ მაკკენის გასხვისება. ფედერიკო ბერნარდესკის კონტრაქტი ეწურება და საკითხი ღიაა, ფეხბურთელმა ხელფასი უნდა დაიკლოს, თორემ წასვლა მოუწევს. არტური და ადრიენ რაბიო არიან ფეხბურთელები, რომლებიც სატრანსფერო ბაზარზე დადგებიან. ზაფხულში დაბრუნდება აარონ რემზი, მაგრამ ალეგრისთან მას „იუვეში“ მომავალი არ აქვს.

თავდასხმა – კაიო ჟორჟე იანვრამდე ტრავმირებული იქნება, მერე კი შეიძლება იჯარით გაშვება განიხილონ. პაულო დიბალა თუ დარჩება, ტურინელები ალვარო მორატას არ გამოისყიდიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანელის შეძენას „იუვე“ მთელი ძალით ეცდება (15 მილიონად და ბონუსად). ყურადღებაც იქცევს, მოიზე კინი, რომელსაც წასვლა უნდა და კლუბიც უკმაყოფილოა მისი თამაშით. თუმცა, „ევერტონი“ სატრანსფერო ფასის დაკლებას არ აპირებს, რაც იტალიელი ფორვარდის სხვა გუნდში გადასვლას გაართულებს.

რა თქმა უნდა, დარჩენილ სამ თვეში და სეზონის დასრულების შემდეგ უფრო მეტი კარტი გაიხსნება და უფრო ბევრი რამ გამოიკვეთება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …