მთავარი / სიახლეები / დიბალასა და “იუვენტუსს” შორის მოლაპარაკებები გართულდა

დიბალასა და “იუვენტუსს” შორის მოლაპარაკებები გართულდა

პაულო დიბალასა და „იუვენტუსს“ შორის ახალ კონტრაქტზე ბევრი გართულება არსებობს.

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ტურინულმა გრანდმა გადაწყვიტა ზურგი შეაქციოს არგენტინელის აგენტ ხორხე ანტუნს, რადგან ის არ არის ფიფას აგენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მხარეებს შორის შეხვედრა ორშაბათს ჩაინიშნა და შესაძლოა, ამან კიდევ უფრო გაართულოს, ისედაც ჩახლართული მოლაპარაკებები.

„იუვე“ დიბალას 3-წლიან კონტრაქტს სეზონში 7 მილიონ ევროსა და პლუს ბონუსებს სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელი უფრო ხანგრძლივ ხელშეკრულებას და უფრო მაღალ ხელფასს ითხოვს.

ამასობაში, დრო გადის და 30 ივნისი ახლოვდება. დღითიდღე დიბალას ტურინში დარჩენის შანსი კლებულობს. ბოლო ცნობებით, ყველაფერი ორშაბათს ჩანიშნულ შეხვედრაზე უნდა გაირკვეს, რომ მხარეებმა მომავალზე ზრუნვა დაიწყონ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 282 შეხვედრაში 112 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …