მთავარი / სიახლეები / მირეტი: “როგორც “იუვეს” ფანისთვის, აქ თამაში წარმოუდგენელი ემოცია იყო”

მირეტი: “როგორც “იუვეს” ფანისთვის, აქ თამაში წარმოუდგენელი ემოცია იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნიჭიერმა ფეხბურთელმა ფაბიო მირეტიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის, როგორც „იუვეს“ ქომაგისთვის, მთავარ გუნდში დებიუტი წარმოუდგენელი ემოცია იყო.

„21-წლამდე ნაკრებში გამოძახება? მხოლოდ უზომოდ გახარებული ვარ, მწვრთნელი სწავლობს ჩემი თამაშის სტილს და ვარჯიშებზე ძალიან კარგი საწყისი შთაბეჭდილება დამრჩა, ვნახოთ, ვარჯიშებზე რას ვაჩვენებ.

ჩემი საყვარელი პოზიცია „მეძალაა“, მაგრამ რეჯისტადაც და გამთამაშებლადაც თავს კარგად ვგრძნობ, როგორც 19-წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი. ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში.

მას შემდეგ, რაც პირველ გუნდთან ერთად მუდმივად ვარჯიში დავიწყე, ძალიან გავიზარდე. გამიმართლა, რომ რამდენიმე მატჩი ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე, რაც ენით აღუწერელი ემოცია იყო, როგორც „იუვენტუსის“ გულშემატკივრისთვის, რომელიც ამ გუნდის აკადემიაში გაიზარდა და ჩემი გულის გუნდია. ყველაზე დიდი სირთულე იყო მატჩების ტემპთან და ინტენსივობასთან შეგუება. წელს სერია C-ში ვითამაშე 23-წლამდე გუნდთან ერთად, რაც ძალიან დამეხმარა, ამიტომ პირველ გუნდში გადასვლა განსაკუთრებით არ გამჭირვებია. ალეგრიმ მითხრა, რაზეც უნდა ვიმუშაო, ეს არის ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ პირველ რიგში დაცვით ფაზაში თამაში, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან გასაუმჯობესებელი მაქვს.

მომავალი? არ ვიცი, ახლა მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ და შემდეგ განვითარებაზე. მერე დავილაპარაკებ ჩემს გეგმებზე. კოვერჩანოში ვარჯიში? ეს კარგი გამოცდილება იყო, მიხარია, რომ მწვრთნელმა გამომიძახა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ეს მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა.

იტალიელ ახალგაზრდებს პრობლემები აქვთ? არ ვიცი, მაგრამ არ მგონია. 19-წლამდე ნაკრები კარგად თამაშობს, თუმცა შესაძლოა, უცხოეთში ფიზიკურად ჩვენზე უკეთ მომზადებულები არიან“, – თქვა მირეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო მირეტი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში 18 წლის ნახევარმცველმა 6 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ოთხჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …