მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “პოგბას “იუვეში” სიამოვნებით ვიხილავდი, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

შჩესნი: “პოგბას “იუვეში” სიამოვნებით ვიხილავდი, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ ბრიტანულ გამოცემა The Sun-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღნიშნა, რომ პოლ პოგბას დაბრუნება ძალიან გაუხარდება.

პოლონელის განცხადებით, როდესაც პოგბა ფორმაშია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ფრანგის დაბრუნებას მხოლოდ მიესალმება.

„პოგბას „იუვეში“ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. „იუვეში“, როდესაც იყო, ძალიან კარგად თამაშობდა, ამიტომაც, გუნდისთვის შესანიშნავი შენაძენი იქნება. ის მაღალი დონის და გამოცდილი მოთამაშეა, თანაც, კარგი მოგონებები აქვს ტურინთან. ისევ თუ ტოპ ფეხბურთელია? რა თქმა უნდა! ბოლო ორ წელიწადში შესაძლოა სტაბილური არ იყო, მაგრამ ტრავმები აწუხებდა. როდესაც ის ფორმაშია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას აქტიურად უკავშირებენ. ფრანგი ამჟამად თავისუფალი აგენტია და იტალიური მედიის ცნობით, „იუვეში“ დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …