მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “კაპიტალის ზრდას ყველა გუნდი იყენებს, მაგრამ მხოლოდ “იუვე” დასაჯეს”

მარკიზიო: “კაპიტალის ზრდას ყველა გუნდი იყენებს, მაგრამ მხოლოდ “იუვე” დასაჯეს”

ტურინის „იუვენტუსის“ დაჯარიმებას კლაუდიო მარკიზიო გამოეხმაურა. როგორც მან დაწერა, კაპიტალის ხელოვნურ ზრდას ყველა კლუბი მიმართავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ „იუვენტუსი“ დასაჯეს.

„დავარქვათ ამას კაპიტალის მოგება: ეკონომიკურ ენაზე ღირებულების ზრდა, დადებითი განსხვავება ერთი და იგივე აქტივის ორ ფასეულობას შორის. აქვე დავამატებ, რომ „იუვენტუსი“ სანქცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ ამას ყველა კლუბი აკეთებს და იყენებს“, – დაწერა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააკლეს. აღსანიშნავია, რომ ტურინული კლუბის გარშემო სხვა გამოძიებებიც მიმდინარეობს და სხვა სასჯელების მოსალოდნელია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Claudio Marchisio (@marchisiocla8)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …