მთავარი / სიახლეები / მამარდაშვილის აგენტი: “იუვეს” ინტერესი დამატებითი მოტივაციაა”

მამარდაშვილის აგენტი: “იუვეს” ინტერესი დამატებითი მოტივაციაა”

„ვალენსიას“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის აგენტმა ლევან სეთურიძემ „იუვენტუსის“ მხრიდან ინტერესი დაადასტურა. როგორც მან თქვა, ეს დამატებითი მოტივაციაა.

“მამარდაშვილი მინდვრის მოთამაშე არაა და ვიცით, რამდენად დიდი ყურადღება ექცევა მეკარის თამაშს იტალიაში. განსაკუთრებით იმ გუნდში, რომლის კარშიც დინო ძოფისა და ჯანლუიჯი ბუფონის მსგავსი მეკარეები თამაშობდნენ. „იუვეს“ ინტერესი დამატებითი მოტივაციაა. ვფიქრობ, რომ გიორგის პროგრესისა და პიროვნების გათვალისწინებით, ნებისმიერ დონეზე შეუძლია თამაში. იტალიაში თამაში ნებისმიერი მეკარისთვის გამოწვევაა და ვფიქრობ, მამარდაშვილს ნებისმიერ ადგილას შეუძლია კვალის დატოვება.

მას ბევრი მნიშვნელოვანი გუნდი ადევნებს თვალს და ინტერესი არა მხოლოდ მათი მხრიდან, არამედ ინგლისიდანაც არსებობს. ახლა ჩვენი მიზანი „ვალენსიაა“ და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს. რაც შეეხება 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარს, მანამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამჟამად ის არის „ვალენსიას“ ძირითადი მეკარე“, – თქვა სეთურიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის მიმართ „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ ინფორმაცია დღეს იტალიურმა გაზეთმა Gazzetta Dello Sport-მა გაავრცელა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …