მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “კიეზა და პოგბა ჯერ მზად არ არიან, მენტალურად უკეთ ვართ”

ალეგრი: “კიეზა და პოგბა ჯერ მზად არ არიან, მენტალურად უკეთ ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ემპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ალეგრიმ თქვა, ფედერიკო კიეზა და პოლ პოგბა ჯერ სათამაშოდ მზად არ არიან, ამიტომაც, განაცხადში ვერ მოხვდებიან.

„დერბიში გამარჯვება დამსახურებული და კარგი იყო, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. თუმცა, იმისთვის, რომ ამ მოგებამ ფასი არ დაკარგოს, ხვალ „ემპოლი“ უნდა დავამარცხოთ. გატი? დღეს ვარჯიში გვაქვს და რაღაც სიტუაციები უნდა შევაფასო, არიან ისეთები, ვინც ბევრი მატჩი ჩაატარეს და ვარჯიშის შემდეგ უფრო ჩამოვყალიბდები. გუნდი მენტალურად უკეთაა, ჩვენი განწყობა ყოველთვის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რაც უფრო მეტს მოვიგებთ, უფრო მშვიდად ვიქნებით.

ვლაჰოვიჩი? დერბიში გოლის მიუხედავად, მან ტექნიკურად ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. კინმაც კარგად ითამაშა, მისით კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია. კიეზა? რეალობა ისაა, რომ კიეზა და პოგბა დღეს გუნდთან ერთად არ არიან და ხვალ ხელმისაწვდომები არ იქნებიან. კიეზამ გუნდთან ერთად მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა, პოგბამ ერთხელ და ისიც ნაწილობრივ. შაბათს, ფედერიკო ახალგაზრდულ გუნდში ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს, ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება.

ნახევარდაცვაში ცვლილებები? ვნახოთ, მაკკენი 11 თამაში ზედიზედ ჩაატარა, კუადრადომაც ბევრი ითამაშა, უნდა შევაფასო. მილიკი? საქმე არ ეხება მისი ფიზიკური კონდიციების მართვას, დღეს 15 ფეხბურთელია საჭირო ერთ თამაშში. კორონავირუსის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომ, ცვლილებები უფრო მნიშვნელოვანი გახდა, შეიძლება ნახევარი საათი გადამწყვეტი იყოს.

სატურნირო ცხრილი? პირველად არ გავაკეთე პროგნოზი და არც სატურნირო ცხრილს ვუყურებ. ნორმალურია, რომ 10 ტურის შემდეგ გუნდები, რომლებმაც ცოტა ქულა დააგროვეს, უკან არიან და ჩამორჩებიან წინ მყოფებს. ჩვენთვის გადამწყვეტი იყო „სალერნიტანადან“ „მონცამდე“ კვირა, როცა 5 ქულა დავკარგეთ.

ბონუჩი გუნდის კაპიტანია, ძლიერი ხასიათით. თუმცა, როგორც ყველას შემთხვევაში, მისი ენერგიაც უნდა ვმართო. ის ჩვენთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია, როცა თამაშობს და როცა არ თამაშობს. გამიმართლა, რომ 6 მცველი მყავს და შემიძლია როტაცია, ასეთი არჩევანი სხვა პოზიციებზე არ მაქვს. ლეოთი კმაყოფილი ვარ, რადგან პასუხისმგებლიანი ადამიანია.

სტატისტიკა? მხოლოდ 7 გოლი გავუშვით და ეს ერთ-ერთი კარგი შედეგია ჩემპიონატში, მაგრამ ვიმეორებ, „სალერნიტანასა“ და „მონცასთან“ დაკარგული 5 ქულა გვაკლია. მირეტი? ის უკეთაა, სეზონის სტარტზე ბევრი თამაში ჩაატარა, თან პრესეზონი არ გაუვლია. ახლა კარგადაა, ისევე, როგორც ფაჯოლი და სულე. როცა არის შესაძლებლობა, მათ თამაშის უფლებას ვაძლევ, რადგან ისინი პირველი გუნდის ფეხბურთელები არიან“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ემპოლის“ მატჩი 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …