მთავარი / სიახლეები / მაკკენი: “იმედი მაქვს, რომ აპრილის ბოლოს დავბრუნდები”

მაკკენი: “იმედი მაქვს, რომ აპრილის ბოლოს დავბრუნდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენიმ განაცხადა, რომ მისი სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს. თავდაპირველი ინფორმაციით, ვესტონს მიმდინარე სეზონში ვერ უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო ცნობებით, ის შესაძლოა აპრილის ბოლოს სათამაშოდ მზად იყოს.

„ამ მომენტში ჩემი მიზანი ტრავმის მოშუშება და გუნდთან ერთად დაბრუნებაა. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ცხადია, არის ბევრი ფაქტორი, რაზეც ჩემი დროული დაბრუნება დამოკიდებულია, მაგრამ იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება. სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად ვითარდება და იქნებ, აპრილის ბოლოს მოედანზე დავბრუნდე, რითაც სეზონის ბოლო ნაწილში „იუვენტუსს“ დავეხმარები“, – თქვა მაკკენიმ.

შეგახსენებთ, რომ ვესტონ მაკკენიმ ტრავმა თებერვალში „ვილიარეალთან“ მიიღო. მან მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …