მთავარი / სიახლეები / ლიპი: “იუვეს” ჩავარდნა მხოლოდ პირლოს ბრალი არ არის”

ლიპი: “იუვეს” ჩავარდნა მხოლოდ პირლოს ბრალი არ არის”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ “იუვენტუსის” შესახებ კომენტარი გააკეთა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის აზრით, “იუვეს” ცუდი სეზონი მხოლოდ ანდრეა პირლოს გამოუცდელობის ბრალი არ არის.

“მე ეს სეზონის დასაწყისში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: თუ “იუვემ” კარგი სეზონი ვერ ჩაატარა, როგორსაც შეჩვეულები ვიყავით, ეს მხოლოდ პირლოს გამოუცდელობის ბრალი არ არის. სხვა მიზეზებია ტექნიკური დონის, მე ვსაუბრობ ფეხბურთელების ხარისხზე”, – თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ მარჩელო ლიპი “იუვენტუსში” 1994-1999 და 2001-2004 წლებში მუშაობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …