მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “მეორე მეკარეობასაც თავი ბრწყინვალედ გავართვი”

ბუფონი: “მეორე მეკარეობასაც თავი ბრწყინვალედ გავართვი”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა Sky Sport-თან ისაუბრა და თქვა, რომ მან მეორე მეკარის როლიც შესანიშნავად შეასრულა. იტალიელი კარის დარაჯის განცხადებით, ამ სიტუაციასთან ადაპტირება ადვილი არ ყოფილა.

“დარწმუნებული ვარ, “იუვეში” მაქსიმალური პროფესიონალიზმის, სერიოზულობა და საიმედოობა გავიღე. დავამტკიცე, რომ სერიოზული პერსონა ვარ, ბიჭი, სერიოზული პროფესიონალი, რომელსაც ყოველთვის ენდობით. ჩემნაირი ადამიანისთვის ამ ორი წელიწადისთვის ადვილი არ იყო. ვფიქრობ, რომ ეს დიდი ენთუზიაზმით გავაკეთე, საკუთარი თავის პატივისცემის გამო, რომელიც 43 წლისაა.

ადამიანი უნდა მოიქცეს, როგორც კაცი და არა როგორც ბიჭი. ასევე მნიშვენლოვანია იმ ადამიანების პატივისცემა, რომლებიც მენდობოდნენ, რომელთანც ხელშეკრულება გავაფორმე. გავლენიანი პიროვნება ვარ და ადვილი არ იყო იმასთან შეგუება, რომ მეორე მეკარე უნდა ვყოფილიყავი, სათამაშო დროის შემცირება და კულისებში გადასვლა. ჩემთვის ეს იყო ტესტი, როგორც საკუთარი თავის, პიროვნების გამოცდა. ბედნიერი ვარ, რადგან ვფიქრობ, მეორე მეკარებასაც თავი ბრწყინვალედ გავართვი”, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა “იუვენტუსში” 685 თამაში ჩაატარა და ის ტურინულ გრანდში 2001 წლიდან თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …