მთავარი / სიახლეები / კულუშევსკი: “გუნდი მე-8 ადგილზეა და ამ დროს ვერ ვიწუწუნებ უთამაშებლობაზე”

კულუშევსკი: “გუნდი მე-8 ადგილზეა და ამ დროს ვერ ვიწუწუნებ უთამაშებლობაზე”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ კლუბში მცირე სათამაშო პრაქტიკის შესახებ შვედეთის ნაკრების შეკრებაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისთვის არასერიოზულია უთამაშებლობაზე წუწუნი მაშინ, როცა გუნდს ცუდი შედეგები აქვს.

„გასაგებია, რომ სეზონის ასეთ სტარტს არ ველოდი, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა ვიყო იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც ჩემს გზაზე მოდის. გუნდი კარგად ვერ თამაშობს, მე კი ძალიან ცოტას. ვცდილობ მეტი ვითამაში, რომ განვითარდე და გუნდს დავეხმარო. ამას გამოწვევად ვუყურებ.

ტრანსფერი? არ შემიძლია აქ დავჯდე და ჭორებზე ვილაპარაკო. პროფესიონალი ვარ და ყოველდღიურად ვცდილობ უკეთ ვითამაშო. ვნახოთ, მართალი აღმოჩნდება თუ არა ეს ჭორები.

ალეგრისთან დიალოგი? გულწრფელად გითხრათ, როცა საქმე ფეხბურთს ეხება, საუბარი არ მიყვარს, ვარჯიშზე მივდივარ და მინდა ვაჩვენო, რომ თამაშს ვიმსახურებ. მე არავინ მეკითხება, რატომ და როგორ იღებენ გადაწყვეტილებას. დიალოგი ჩვენს შორის არ არის. ახლა რთული სიტუაციაა, „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა, ამ დროს კი მე ვერ ვიწუწუნებ იმაზე, რომ თამაშის უფლებას არ მაძლევენ. ეს ჩემთვის არასერიოზულია. ჩვენ გუნდი ვართ და ჯერ მატჩების მოგება უნდა დავიწყოთ“, – თქვა კულუშევსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დეიან კულუშევსკიმ მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და 1 გოლი გაიტანა. იტალიური მედია ხშირად წერს, რომ „იუვე“ შვედი ფეხბურთელის გაყიდვას იანვარში აპირებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …