მთავარი / სიახლეები / კუადრადო: “კონტრაქტი მეწურება, მაგრამ მშვიდად ვარ, ვნახოთ რა მოხდება”

კუადრადო: “კონტრაქტი მეწურება, მაგრამ მშვიდად ვარ, ვნახოთ რა მოხდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ „სამპდორიასთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ასევე ისაუბრა კონტრაქტის შესახებ, რომელიც მას მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდამსხმელებმა გოლები გაიტანონ, ეს თავდაჯერებულობას გვაძლევს. სწორ გზაზე ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩემი კონტრაქტი იწურება? მეც და სხვა ფეხბურთელებიც (დიბალა, ბერნარდესკი, დე შილიო და პერინი – რედ), რომელთაც კონტრაქტი ეწურებათ, მშვიდად ვართ. ამ საქმეზე ხელმძღვანელობა იზრუნებს, მათ იციან რა გვინდა. ჩვენ აქ ბედნიერები ვართ და ვნახოთ, რა მოხდება”, – თქვა კუადრადომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლო“ – „კალიარის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, მომდევნო მატჩს კი 23 იანვარს, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …