მთავარი / სიახლეები / დანილო: “დაბრუნებით ბედნიერი ვარ, ასე უნდა გავაგრძელოთ”

დანილო: “დაბრუნებით ბედნიერი ვარ, ასე უნდა გავაგრძელოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანილო გამოჯანმრთელდა და ზუსტად 2-თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „სამპდორიასთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ამ ორ თვეში ბევრი ვიმუშავე, მაგრამ შეგრძნებები კარგია. სწორ გზაზე ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ, ბევრი ხარისხიანი მოთამაშე და ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ახლა დავისვენებთ და მერე ვიფიქრებთ კვირას, „მილანთან“ მატჩზე, რომელიც განსხვავებული იქნება. უნდა გვქონდეს დადებითი ენერგია და სწორი ალქიმია“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლო“ – „კალიარის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, მომდევნო მატჩს კი 23 იანვარს, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …