მთავარი / სიახლეები / კოსტაკურტა: “კიეზას დაბრუნება “იუვესთვის” უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე პოგბას ტრანსფერი”

კოსტაკურტა: “კიეზას დაბრუნება “იუვესთვის” უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე პოგბას ტრანსფერი”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ ფედერიკო კიეზაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კიეზას დაბრუნება „იუვესთვის“ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ნებისმიერი ტრანსფერი, მათ შორის პოლ პოგბას.

„ბევრი იქნება დამოკიდებული კიეზას, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გამოჯანმრთელებაზე, თუ კარგ ფორმაში დაბრუნება, „იუვე“ „ინტერთან“ სკუდეტოსთვის იბრძოლებს. ეს იქნება ტურინელთა საუკეთესო „ტრანსფერი“, რომელმაც შეიძლება ძალთა ბალანსი შეცვალოს, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პოგბას ტრანსფერი“, – თქვა კოსტაკურტამ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმა იანვარში მიიღო და სავარაუდოდ მოედანზე შემოდგომაზე, საუკეთესო შემთხვევაში სექტემბერში დაბრუნდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …