მთავარი / სიახლეები / დი მარია “იუვენტუსში” ტრანსფერთან ახლოსაა

დი მარია “იუვენტუსში” ტრანსფერთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. დიდი ხნის ლოდინისა და მოლაპარაკებების შემდეგ, დღეს დადებითი ნიშნები გამოჩნდა.

Gazzetta Dello Sport-ისა და La Stampa-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ტურინელთა დღევანდელი დიალოგი ძალიან პოზიტიური იყო და ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა.

დი მარია „იუვესთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ ერთ წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერი ჯერ არ დახურულა, ბოლო დეტალები კიდევ შესათანხმებელია, მაგრამ სავარაუდოდ, ეს საკითხი მარტივად მოგვარდება.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია თავისუფალი აგენტია და შესაბამისად, „იუვენტუსს“ მისი დამატება უფასოდ შეუძლია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …