მთავარი / სიახლეები / კოლოვატი დიბალაზე: “ყოველთვის ტრავმა აქვს და 10 მილიონს როგორ ითხოვს?”

კოლოვატი დიბალაზე: “ყოველთვის ტრავმა აქვს და 10 მილიონს როგორ ითხოვს?”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფულვიო კოლოვატიმ ტურინის „იუვენტუსისა“ და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. როგორც 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა აღნიშნა, დიბალა 10 მილიონი ევროს ხელფასს არ იმსახურებს, რადგან ძალიან ხშირად ტრავმირებულია და უბრალოდ ვერ თამაშობს.

„არ მგონია, რომ ამ „იუვეს“ შეუძლია არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა სკუდეტოსთვის ბრძოლაში, რადგან წინ არა ერთი, არამედ სამი გუნდია. ალეგრი? „იუვეს“ ფანები მას აკრიტიკებენ, ისინი იმედგაცრუებულები არიან, რადგან სხვანაირ სეზონს ელოდნენ. თამაშის ხარისხითაც გულშემატკივარი პირველია, რომლებიც ბედნიერი არ არიან. ზედიზედ 14 წაუგებელ თამაშზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თამაშის ხარისხი დამაბნეველია.

დიბალა? მან ცოტა თამაში ჩაატარა. არ არის საუბარი მის კლასსა და უნარებზე, მაგრამ მისცემდით 10 მილიონ ევროს ხელფასს იმ ფეხბურთელს, რომელიც ასე ცოტას თამაშობს? უფრო მეტი თამაში უცდება, ვიდრე თამაშობს, ეჭვი ბუნებრივია“, – თქვა კოლოვატიმ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას აგენტი და „იუვეს“ ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში შეხვდებიან და სავარაუდოდ, ყველაფერი გადაწყდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …