მთავარი / სიახლეები / კიელინი: “სერია A-ს რეფორმა სჭირდება, პლეი-ოფის სისტემა უნდა დავნერგოთ”

კიელინი: “სერია A-ს რეფორმა სჭირდება, პლეი-ოფის სისტემა უნდა დავნერგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ სერია A-ს რეფორმა სჭირდება და კარგი იქნება, თუ პლეი-ოფის სისტემას შემოიღებენ, რაც უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს.

„სანამ ფეხბურთელი ხარ, მხოლოდ თამაშზე ხარ ორიენტირებული და დღემდე ჩემს გონებაში 100%-ით ფეხბურთელი ვიყავი. როცა ამ საქმეს აკეთებ, მხოლოდ ასეა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მომავალში ვისურვებდი, რომ მენეჯერი გავხდე და გავიაროს ეს გზა, რომელშიც გამოვიყენებდი წლების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას. კარგად ვიცნობ ამ სპორტს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ამ საქმიანობის შესწავლა მიმწევს.

იტალიური ფეხბურთი? წესები და პირველ რიგში მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. საუკეთესო ინოვაციურ წინადადებებს ებრძვიან, რაც შეცდომაა. ბიზნესისა და ინვესტიციების სამყაროში შესაძლებლობების გამოყენება ხდება. ავიღოთ სტადიონები: ყველამ იცის, რომ სტადიონებს იტალიაში განახლება სჭირდებათ, საჭიროა, ოჯახების, ბავშვების ჩართვა ისე, რომ მათ სტადიონზე სიარულის სურვილი ჰქონდეთ. თუმცა, ყოველთვის არის ბიუროკრატიული შეფერხება ან ვინმე, ვინც სტადიონების აშენებას ან განახლებას ხელს უშლის.

მე ასევე ვიფიქრებდი ჩემპიონატის ფორმატის შეცვლაზე, ეს უნდა გადაიხედოს. პლეი-ოფის სისტემის შემოღება არაპროგნოზირებადს გახდის სერია A-ს, ეს იქნება არაჩვეულებრივი მოვლენა, რომელსაც შეუძლია მილიონობით ადამიანი დააინტერესოს“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით ჯორჯო კიელინი მიმდინარე სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს და კარიერას MLS-ში გააგრძელებს, ხოლო შემდეგ „იუვეში“ მენეჯრის როლში დაბრუნდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …