მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “კინი რონალდუსავით შედეგიანი ვერ იქნება, მაგრამ 25 გოლი უნდა გაიტანოს”

ნედვედი: “კინი რონალდუსავით შედეგიანი ვერ იქნება, მაგრამ 25 გოლი უნდა გაიტანოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა „ჯენოასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ჩეხმა ფუნქციონერმა აღნიშნა, მოიზე კინისგან ის სეზონში 25 გოლის გატანას ელოდება.

„კინს ვერ მოვთხოვ რონალდუს რაოდენობის გოლები გაიტანოს. ამას ვერ მოვთხოვთ, არ შეიძლება, მაგრამ სეზონში 25 გოლის გატანა შეუძლია. ახალგაზრდაა და დიდი პოტენციალი აქვს. თუ კართან ახლოს ითამაშებს, გაიტანს. ტექნიკურად შეცდომებს უშევბს, მაგრამ მე მისგან მეტს ვითხოვ.

მომდევნო სეზონი? ველით, რომ თავდამსხმელები მეტ გოლს გაიტანენ, რაც წელს გვაკლდა. კონტრაქტების განახლება? სიახლეები არის, ამ საკითხებზე ვმუშაობთ და მალე ყველაფერი გაირკვევა“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …