მთავარი / სიახლეები / კიელინი გატიზე, დიბალაზე, სკუდეტოზე, იტალიის ნაკრებსა და საკუთარ თავზე…

კიელინი გატიზე, დიბალაზე, სკუდეტოზე, იტალიის ნაკრებსა და საკუთარ თავზე…

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ Rai Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ კარიერაში ახალი გამოცდილება სჭირდება და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კარიერას ლოს ანჯელესში გააგრძელებს.

„ვფიქრობ, რომ ახლა უცხოური გამოცდილება მჭირდა, თუნდაც იმიტომ, რომ ნელ-ნელა კარიერა დავასრულო. შემიძლია მზარდ ლიგაში წასვლა, რაშიც მეც დავეხმარები.

მზად ვარ, ფეხბურთში სხვა ფუნქციებიც მოვირგო. მენტალურად მენეჯერობისთვის მზად ვიქნები. მინდა გავიგო ყველაფერი, რაც მოედანს მიღმა ხდება, ოფისებში, მაგრამ ამას შრომა და მოთმინება სჭირდება. რამდენიმე წელიწადში მინდა ამ სფეროში ვიმუშაო.

ფედერიკო გატი? მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მცირე პერიოდში, როცა არგენტინასთან მატჩისთვის ერთად ვემზადებოდით. კარგი ბიჭია, რომელიც მთელი ვნებით თამაშობს, საჭირო ფიზიკური და ტექნიკური თვისებები აქვს. უნდა იმუშაოს და არ არის საჭირო მასზე დიდი ზეწოლა. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ „იუვენტუსსა“ და იტალიის ნაკრებში კარგად ითამაშოს. ძალიან კარგი ბიჭია.

სკუდეტოსთვის ბრძოლა? „ინტერი“ ყველაზე წინაა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში დამარცხდა. დიბალა „ინტერში“ და დი მარია „იუვენტუსში“? გუნდები მთლიანობაში უნდა შეფასდეს, ჯერ საუბარი ნაადრევია, მარტო ვერავინ იმარჯვებს. საჭიროა სწორი ალქიმიის პოვნა, რომ ძლიერი მეტოქეები დავამარცხოთ.

იტალიის ნაკრები? ეს ალეგრისავ ვუთხარი: ჩემი აზრით, ეს ნაკრები მომდევნო ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე კონკურენტუნარიანი იქნება, რადგან დონარუმა, კიეზა და სხვა ბევრი ფეხბურთელი სრულად მოწიფულები იქნებიან. ევრო 2020-ზე ჩვენ მოლოდინს გადავაჭარბეთ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში იტალია ნებისმიერი მიზნის მისაღწევად ფავორიტთა შორის იქნება. ახლა არ გვყავს თავდამსხმელები, მაგრამ გვყავს ნახევარმცველები, რომლების გამოც მთელ ევროპას შურს. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რაც კარგია. ნახევარდაცვაში არჩევანის გაკეთება ძნელია, გავიხსენოთ ჟორჟინიო და ვერატიც, რომლებიც უდიდეს კლუბებში თამაშობენ“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში თამაშობდა 561 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლივორნოსა“ და ფლორენციის „ფიორენტინაში“ ირჯებოდა. იტალიის ნაკრებში კიელინიმ 2004-2022 წლებში 117 თამაშში 8 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …