მთავარი / სიახლეები / ჯორჯო კიელინი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს

ჯორჯო კიელინი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯორჯო კიელინი კარიერას არ ასრულებს. 37 წლის მცველი ამერიკულ „ლოს ანჯელესში“ ითამაშებს.

ინფორმაცია იტალიურ მედიას თავად ფეხბურთელმაც დაუდასტურა და ტრანსფერზე მინიშნება სოციალურ ქსელში ლოს ანჯელესებმაც გააკეთეს. მოგვიანებით, ჯორჯომ სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა. კიელინი წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს.

ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში თამაშობდა 561 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლივორნოსა“ და ფლორენციის „ფიორენტინაში“ ირჯებოდა. იტალიის ნაკრებში კიელინიმ 2004-2022 წლებში 117 თამაშში 8 გოლი გაიტანა.

The Next Chapter

The Next Chapter

Los Angeles Football Club

Posted by Giorgio Chiellini on კვირა, 12 ივნისი, 2022

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …