მთავარი / სიახლეები / კიეზა: “მწვრთნელი, როცა შანსს მაძლევს, ყოველთის მზად ვარ”

კიეზა: “მწვრთნელი, როცა შანსს მაძლევს, ყოველთის მზად ვარ”

იტალიის ნაკრებმა უელსი 1:0 დაამარცხა, ხოლო უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფედერიკო კიეზა დაასახელა, რომელმაც თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„საუკეთესოდ დასახელება დიდი ემოციაა. ყველა მოთამაშემ კარგი თამაში აჩვენა, რომელიც მწვრთნელმა მოედანზე გაიყვანა. პირადად მე, როგორც ის თამაშის შესაძლებ;ობას მაძლევს, მზად ვარ. ჩემთვის საამაყო და ოცნებაა „აძურის“ მაისურის ტარება. ჩვენ ოცნებით ვცხოვრობთ და გვინდა ბოლომდე მივიდეთ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონობაზე ვფიქრობ, ეს ტიტული გვაკლია“, – თქვა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მერვედფინალში 26 ივნისს, ლონდონში, უკრაინას ან ავსტრიას დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …