მთავარი / სიახლეები / რობერტო მანჩინის კომენტარი უელსთან მატჩის შემდეგ

რობერტო მანჩინის კომენტარი უელსთან მატჩის შემდეგ

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უელსს 1:0 მოუგო და თამაშის შემდეგ კომენტარი რობერტო მანჩინიმ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ მისთის ყოველთვის რთული იყო, რომელიმე ფეხბურთელის სათადარიგო სკამზე დატოვება.

„სასიამოვნოა, რომ პოცოს მსგავსი ლეგენდის შედეგი გავიმეორე, მაგრამ მას უფრო მნიშვნელოვანი ტიტულები აქვს მოგებული, ვიდრე უბრალოდ 30 თამაშის მოგებაა. ამიტომ, უმჯობესია, ამაზე საუბარს ახლა თავი დავანებოთ.

ყველამ კარგად ითამაშა, ეს ადვილი არ იყო, რადგან ძალიან ცხელოდა. 8 ფეხბურთელის შეცვლა უმნიშვნელო არაა, თამაში გადამწყვეტიც რომ ყოფილიყო, შევცვლიდი, რადგან თამაშში ახალი ენერგია გვჭირდებოდა. ჩემთვის შემადგენლობის არჩევა ადრეც პრობლემა იყო და ახლა კიდევ უფრო რთული იქნება. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგ ფორმაში არიან და ახლა იმედგაცრუება იქნება ვინმეს სათადარიგო სკამზე დატოვება, მაგრამ მთავარია ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი იყოს. ჩვენთან არ არსებობენ ძირითადი შემადგენლობის წევრები, ყველა ფეხბურთელს შეუძლია მოედანზე გავიდეს და ბოლომდე დაიხარჯოს“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მერვედფინალში 26 ივნისს, ლონდონში, უკრაინას ან ავსტრიას დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …