მთავარი / სიახლეები / კიეზა: “ასეთ ტურნირზე თამაშში ჩართვა დაგვიანებული არასდროსაა”

კიეზა: “ასეთ ტურნირზე თამაშში ჩართვა დაგვიანებული არასდროსაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ ავსტრიასთან შეხვედრაში იტალიის ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და დამატებით დროში ანგარიში სწორედ მან გახსნა.

მატჩის შემდეგ ფედერიკომ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ასეთ ტურნირზე თამაშში ჩართვა გვიან არასდროს არ არის.

„ავსტრიამ კარგად ითამაშა და ვულოცავ მათ, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ მეოთხედფინალში გასვლას ვიმსახურებდით. მსგავს ტურნირში თამაშში ჩართვა დაგვიანებული არასდროს არ არის. ჩვენთან არ არის ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ 11 ფეხბურთელი, ასეთი 26 მოთამაშეა და ამჯერადაც დადასტურდა, რომ ერთიანი გუნდი ვართ.

გოლი? დიდი ემოცია იყო. ავსტრია ინტენსიური და აგრესიული გუნდია, მაგრამ ამასთანავე ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავს. ამიტომ, გაგვიჭირდა, თუმცა მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით, – თქვა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ იტალია მეოთხედფინალში 2 ივლისს, ბელგიისა და პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …