მთავარი / სიახლეები / იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 27 ივნისი

იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 27 ივნისი

წარმოგიდგენთ წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების 27 ივნისის ნომრების პირველ გვერდებსა და სათაურებს:

GAZZETTA DELLO SPORT

იტალიის ლომები

ტრიუმგი „უემბლიზე“: ჩვენ მეოთხედფინალში ვართ

ტანჯვა და სიხარული: 2:1 ავსტრიასთან

გადამწყვეტი ცვლილებები: კიეზამ და პესინამ დამატებით დროში მეტოქე გატეხეს

ახლა ჩვენ ველოდებით კრიშტიანუს ან ლუკაკუს

მანჩინის სიხარული: „შემდეგი უფრო ადვილი იქნება“

„იუვე“ მზად არის დიბალას შესანარჩუნებლად

„ინტერი“: ხვალ ჰაკიმი პსჟ-სთან კონტრაქტს გააფორმებს

„მილანი“: იოვიჩი შეტევისთვის

CORRIERE DELLO SPORT

არ გაგვაღვიძო!

ბრძოლა „უემბლიზე“, იტალიის სიამაყე: მოულოდნელი ავსტრია დამარცხებულია

90 წუთი ვიტანჯეთ, მაგრამ დამატებით დროში კიეზამ და პესინამ მეოთხედფინალში გაგვიყვანეს

ბოლოს კალაიჯიჩმა გაიტანა

მანჩინიმ პოცოს აჯობა: „ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, დამსახურებული გამარჯვებაა ცვლილებების წყალობით“

ლუკაკუს და რონალდუს შორის, ერთ-ერთი „აძურის“ დაუპირისპირდება

ბელგია-პორტუგალიის თრილერი

სევილიაში ვინც მოიგებს, პარასკევს გვეთამაშება

კრიშტიანუს კიდევ ერთი ხიფათი დე ბრუინია

ჰაკიმი პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ მიდის

„ინტერმა“ მიიღო შეთავაზება: 65 მილიონი ევრო და პლუს 5 მილიონის პრემია

სამედიცინო შემოწმებას ხვალ პარიზში გაივლის

TUTTOSPORT

გულის გოლები

იტალია-ავსტრია 2:1 დამატებით დროში: „აძური“ მეოთხედფინალშია

დანიის შოუ, გოლეადა კრისისთვის

„იუვე“-ლოკატელი, პასი „სასუოლოს“

ჰაკიმი-პსჟ: გაფორმებულია!

„ინტერი“ მიიღებს 70 მილიონ ევროს

ორსოლინი? ის ძვირია

„ტორო“ კაპრარისკენ მიიწევს

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …