მთავარი / სიახლეები / კასანო: “დი მარია ზღაპრული ფეხბურთელია, მაგრამ “იუვეს” თამაშის სტილი უნდა შეიცვალოს”

კასანო: “დი მარია ზღაპრული ფეხბურთელია, მაგრამ “იუვეს” თამაშის სტილი უნდა შეიცვალოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსში“ ანხელ დი მარიას მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი ფანტასტიკური ფეხბურთელია.

თუმცა, კასანო ფიქრობს, რომ თუ მასიმილიანო ალეგრი გუნდს ისე ათამაშებს, როგორც გასულ სეზონში, დი მარია გამოუსადეგარი ფეხბურთელი იქნება.

„ჩემთვის ის ზღაპრული ფეხბურთელია, რომელიც კარიერაში ხშირად დაუფასებელი იყო. შეგახსენებთ, რომ მან კოპა ამერიკა ისე მოიგო, რომ მთავარი გმირი იყო. თუ მას „იუვენტუსი“ დაიმატებს, ფანტასტიკურ მოთამაშეს შეიძენს. ის, რობენი და გიგზი ბოლო 20 წლის საუკეთესო გარემარბები იყვნენ.

თუმცა, ერთი ეჭვი მაქვს: თუ ისე ითამაშებ, როგორც გასულ სეზონში „იუვე“, დი მარია გამოუსადეგარი გახდება და ისევ მეოთხე ადგილზე გახვალ. ალეგრიმ გუნდს ფეხბურთი უნდა ათამაშოს, უნდა ჰქონდეს სათამაშო იდეა და იფიქროს ევროპულ ფეხბურთზე, როგორც ამას „ატალანტა“ აკეთებს. არ შეიძლება ყოველთვის 1:0-ზე და დაცვაში ჩაკეტვაზე იფიქროს.

„იუვენტუსი“ იტალიის ყველაზე ტიტულიანი გუნდია, ჰყავს 11 მილიონი გულშემატკივარი და სამ ზუსტ პასს ვერ აკეთებენ. 1:0 და წინ ცხვირის პატარა ნაწილით ყოფნა საკმარისია, 80-იანი წლების ფეხბურთი აღარ არის“, – თქვა კასანომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …