მთავარი / სიახლეები / ძანიოლო “იუვეში” გადასვლაზე თანახმაა, “რომასთან” მოლაპარაკებები გრძელდება

ძანიოლო “იუვეში” გადასვლაზე თანახმაა, “რომასთან” მოლაპარაკებები გრძელდება

ტურინის „იუვენტუსი“ ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. 23 წლის იტალიელი (დაბადების დღე დღეს აქვს) ანხელ დი მარიას ალტერნატივა არ არის, ტურინელებს მისი გადაბირება მომავლის პროექტისთვის სურთ.

როგორც იტალიური მედია, კერძოდ, Tuttosport-ი და იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინებიან, ძანიოლომ და მისმა აგენტმა „იუვესთან“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს პირად კონტრაქტზე.

ძანიოლო თანახმაა „იუვენტუსში“ გადავიდეს, კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმოს, ხოლო მისი ხელფასი წელიწადში 4 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება. აღსანიშნავია, რომ ნიკოლო ბავშვობიდან „იუვეს“ გულშემატკივარია. მან უკვე უარი უთხრა „რომას“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2024-წლამდე ძალაში.

ახლა „იუვეს“ „რომასთან“ მოუწევს შეთანხმების მისაღწევად მუშაობა, რაც ადვილი არ იქნება. „ჯალოროსი“ მინიმუმ 50 მილიონ ევროს ითხოვს, თანაც თანხის ერთიანად მიღება სურს. ტურინელებს უნდათ, რომ ტრანსფერი უფრო ნაკლებ ფასში გაჩარხონ ან რომელიმე მოთამაშე ჩართონ გარიგებაში. დაიწერა არტურის, ნიკოლო როველასა და ნიკოლო ფაჯოლის შესახებ – ტურინელები მზად არიან გარიგებაში ერთ-ერთი მათგანი ჩართონ, მაგრამ „რომა“ უარზეა.

გარდა ამისა, იტალიურ მედიაში დღეს გაიჟღერა იჯარის შესაძლებლობამაც გამოსყიდვის ვალდებულებით. ვნახოთ, სატრანსფერო ფანჯარა გუშინ გაიხსნა და ტურინელებს ნიკოლოს გადასაბირებლად დრო ნამდვილად აქვთ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …