მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “სპეცია”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “სპეცია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით „სპეცია“ 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – უიღბლო და დაშავებული. ყველაფერი თავისით მოიგონა წყეული კუთხურის დროს. ის კარგავს ბურთს და ტერფი იტკინა.

პერინი 6 – მეორე მეკარის ყოლა მნიშვნელოვანია, რომელიც იქნება ბევრ სხვა გუნდში ძირითადის წევრი. მატიას ამ სეზონში გოლი ჯერაც არ გაუშვია.

დანილო 6 – ყოველთვის თამაშობს, ამჯერად ცოტა გაუჭირდა.

გატი 6.5 – დებიუტი სერია A-ში, ბრწყინვალე ამბავი, ის მტკიცე ხასიათით გამოირჩევა.

ბრემერი 6 – ხელმძღვანელობს დაცვას, საოცრად ძლიერია ფიზიკურად, მაგრამ სხვა მხრივაც მაგარია.

ალექს სანდრო შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

დე შილიო 6 – ყოველთვის არ არის ძალიან ზუსტი, მაგრამ რჩება მოთამაშედ, რომელსაც ალეგრი ბრმად ენდობა.

ლოკატელი 6 – ორკაციან ნახევარდაცვაში უკეთ თამაშობს, ვიდრე რეჯისტად.

რაბიო 6.5 – ისიც, ორკაციან ნახევარდაცვაში უკეთესია და ასე უკვე სხვა ამბავია.

კუადრადო 5.5 – მეტოქეს ხიფათი ვერ შეუქმნა და რამდენიმე მომენტში ბურთი სახიფათოდ დაკარგა.

დი მარია 6 – გენერალური რეპეტიცია, როდესაც ის ბურთს ეხება განსხვავება საგრძნობია.

მირეტი 6.5 – გამთამაშებელი, ნაკლებად ბრწყინვალე, ვიდრე „რომასთან“, მაგრამ მაინც დამატებითი ძალა „იუვესთვის“. და, მაშინ, როცა ბენზინი როცა აღარ უნდა ჰქონოდა, შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა.

კინი 5 – ფუჭად განიავებული შანსი, შეცვლის დროს მაყურებლებისგან სტვენა და მაშინვე გასახდელში წავიდა. ასე არ ვარგა.

კოსტიჩი 6 – თამაშში კარგად ჩაერთო.

ვლაჰოვიჩი 7 – დაუძახეთ მას ჯარიმების სპეციალისტი. „რომასთან“ დაარღვია „იუვეში“ ორწლიანი პერიოდი, როცა გოლს ჯარიმიდან ვერ იტანდნენ, ახლა კი „სპეციასთან“ იგივე გააკეთა. ბურთი ისევ იშვიათად ჰქონდა, თუმცა ის მაინც ლეტალურია.

მილიკი 7 – ერთი ბურთი, ერთი გოლი. ისიც სპეციალისტია, როგორც მე-12 ფეხბურთელი.

ალეგრი 6 – საჭირო იყო 3 ქულა და არის. დაძაბულო მომენტები ბევრი იყო, რაზეც მიღებული ყვითელი ბარათი მეტყველებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …