მთავარი / სიახლეები / “იუვე” იტალიის თასის ფინალს მიუახლოვდა

“იუვე” იტალიის თასის ფინალს მიუახლოვდა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალს მიუახლოვდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ფლორენციაში „ფიორენტინა“ დიდი დანაკლისის მიუხედავად, რაც ტრავმირებული ფეხბურთელებით იყო გამოწვეული, დაამარცხა.

„იუვემ“ გამოკვეთილად მეორე ნომრად ითამაშა და შეტევაში თავის შანსს ელოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფლორენციული პუბლიკა დუშან ვლაჰოვიჩს სრული ობსტრუქციით დახვდა. სერბმა ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, თუმცა, მისმა ყოფილა თანაგუნდელმა გაიტანა, საკუთარ კარში.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ლორენცო ვენუტიმ ხუან კუადრადოს ჩაწოდების შემდეგ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა – 0:1.

„იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ საპასუხო მატჩი ტურინში 20 აპრილს გაიმართება. მომდევნო შეხვედრას კი მაქს ალეგრის გუნდი 6 მარტს, შინ „სპეციასთან“ ჩაატარებს.

„ფიორენტინა“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

ფლორენცია, „არტემიო ფრანკი“

„ფიორენტინა“ (4-3-3): ტერაჩანო; ოდრიოსოლა (ვენუტი 46),  მილენკოვიჩი, იგორი, ბირაგი; ბონავენტურა, ტორეირა, კასტროვილი (დანკანი 84); იკონე (გონსალესი 84), პიონტეკი (კაბრალი 65), საპონარა (სოტილი 65)

მწვრთნელი: ვინჩენცო იტალიანო

„იუვენტუსი“ (3-5-2): პერინი; დანილო, დე ლიხტი, დე შილიო; აკე (კუადრადო 46), ლოკატელი, არტური, რაბიო; პელეგრინი; კინი (მორატა 59), ვლაჰოვიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 ვენუტი (90, ა.გ)

გაფრთხილება: ბონავენტურა (71), მილენკოვიჩი (72), ტორეირა (90) – პელეგრინი (57), დე შილიო (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (6) – 7 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: მარკო გუიდა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …