მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ვლაჰოვიჩს უფრო მეტი შეუძლია”

ალეგრი: “ვლაჰოვიჩს უფრო მეტი შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, ხოლო სკუდეტოზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი მოგების შანსი „იუვეს“ აღარ აქვს.

„ფიორენტინას“ შევაქებ, რადგან მათ კარგად ითამაშეს. ჩაკეტილი თამაში იყო, რამდენიმე კონტრშეტევა მივიღეთ, გოლის გაშვების საფრთხის ქვეშ ვიყავით, მაგრამ გუნდმა კარგად გაუძლო და ხელსაყრელი მომენტები ჩვენც გვქონდა, როცა ბოლო პასი დაგვაკლდა. ფლორენციაში მოგება ადვილი არ არის, მაგრამ გუნდმა სიმწიფე გამოავლინა, ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. ყველა კარგი იყო ამ თამაშში, თუნდაც დანილო არაჩვეულებრივი მაგალითი იყო. კუადრადოს შეეძლო კონტრშეტევა უკეთ გამოეყენებინა, შემდეგ კი ეს შეცდომა გამოისყიდა. თუმცა, მთლიანობაში ყველამ კარგად ითამაშა. ძალიან ინტენსიური კალენდარი გვქონდა, ყოველთვის ერთიანები ვართ, მაგრამ საბედნიეროდ ხვალიდან დიბალა, ბერნარდესკი და რუგანი დაგვიბრუნდებიან. ფიზიკურად და მენტალურად კარგად ვართ, ეს გამარჯვება ახლა გვერდზე უნდა გადავდოთ და კვირაზე ვიფიქროთ, „სპეციასთან“ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება.

ვლაჰოვიჩი გუნდურ თამაშში ძალიან კარგია, მაგრამ მას მომატება შეუძლია, განსაკუთრებით ჩაწოდებების დროს. ახლა უფრო მეტად ვეყრდნობით ფორვარდებს. სკუდეტო? ჩვენ შანსი უკვე აღარ გვაქვს. ამისთვის საჭიროა 84-85 ქულა, რაც ჩვენთვის უკვე მიუღწეველი ზღვარია, ეს მათემატიკაა. ვფიქრობ, რომ სამი ლიდერიდან ერთ-ერთი მოიგებს. ძალიან შორს ვართ, ყველა თამაში უნდა მოვიგოთ და ეს ძალიან რთულია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 მარტს, საკუთარ მოედანზე „სპეციასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …