მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 7-გზის ჩემპიონ “ლიონს” მოუგო!

“იუვეს” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 7-გზის ჩემპიონ “ლიონს” მოუგო!

„იუვენტუსის“ ქალთა გუნდი აგრძელებს ისტორიის დაწერას და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი „ლიონი“ პირველ მატჩში დაამარცხა.

მეტი წარმოდგენა რომ შეგვექმნას, „ლიონი“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებული (რაც რეკორდია) და ორგზის ფინალისტია. სწორედ ასეთ ძლიერ მეტოქეს მოუგეს ტურინელებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯო მონტემუროს გუნდი ამ ეტაპზე ისტორიაში პირველად თამაშობს („იუვეს“ ქალთა გუნდი სულ რაღაც 5 წლიან ისტორიას ითვლის).

„ალიანც სთედიუმზე“ „ლიონი“ მერვე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში „იუვენტუსმა“ ორი გოლი გაიტანა და დააქამბექა. 71-ე წუთზე კრისტიანა ჯირელიმ გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე ანიეზე ბონფანტინიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„იუვენტუსისა“ და „ლიონის“ საპასუხო მატჩი 31 მარტს საფრანგეთში გაიმართება და ნახევარფინალისტი იქ გაირკვევა. მანამდე გავიხსენოთ, რომ „იუვემ“ ჯგუფურ ეტაპზე „ჩელსისა“ და „ვოლფსბურგს“ აჯობა, ქალთა ფეხბურთის კიდევ ორ გრანდს. სხვათა შორის, მიმდინარე ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი 21 მაისს, ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ გაიმართება.

„იუვენტუსი“ – „ლიონი“ 2:1 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): პიერო; ლუნდორფი, გამა, სემრანტი, ბოატინი; როსუჩი (კარუზო 66), პედერსენი, გროსო (ბონანსეა 66); ჰურტიგი (სტასკოვა 90), ჯირელი (ბონფანტინი 81), ჩერნოია (ნილდენი 90)

გოლები: 0:1 მასარიო (8), 1:1 ჯჯირელი (71), 2:1 ბონფანტინი (83)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …