მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ქალთა გუნდმა იტალიის თასი მოიგო და სეზონი სამი ტიტულით დაასრულა

“იუვეს” ქალთა გუნდმა იტალიის თასი მოიგო და სეზონი სამი ტიტულით დაასრულა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა სეზონში მესამე ტიტული მოიგო და ამჯერად იტალიის თასს დაეუფლა.

ჯო მონტემუროს გუნდმა ფინალში „რომას“ აჯობა, არადა, ტურინელებმა 23-ე წუთზე გაუშვეს და მე-80 წუთამდე აგებდნენ, მაგრამ 4-წუთიან ინტერვალში ყველაფერი შეიცვალა. მე-80 წუთზე კრისტიანა ჯირელიმ გაათანაბრა, 4 წუთში კი სარა გამამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„იუვეს“ ქალთა გუნდმა იტალიის თასი მეორედ მოიგო, სეზონი კი სამი ტიტულით დაასრულა – სკუდეტო, იტალიის სუპერთასი და იტალიის თასი.

ამრიგად, ქალთა გუნდს ვაჟებისგან სრულიად საპირისპირო და განსხვავებული სეზონი ჰქონდათ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …