მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ფეხბურთელების ნაწილი ბაზაზე დარჩენის წინააღმდეგია

“იუვეს” ფეხბურთელების ნაწილი ბაზაზე დარჩენის წინააღმდეგია

ტურინის “იუვენტუსი” ღრმა კრიზისშია და კლუბში სრული განუკითხაობაა. “მაკაბისთან” მარცხის შემდეგ ალეგრიმ დააანონსა, რომ “ტორინოსთან” მატჩამდე მთელი გუნდი კონტინასას ბაზაზე დარჩებოდა და სახლებში ვერ დაბრუნდებოდნენ.

იტალიური მედია წერს, რომ ამან ფეხბურთელთა ნაწილის გაბრაზება გამოიწვია და მწვრთნელს დაუპირისპისრიდნენ. მათ არ სურდათ ბაზაზე გამოკეტვა და ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ…

ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ “იუვეს” პრობლემა არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ ფეხბურთელებია, რომლებიც ვერ გრძნობენ სიტუაციის სიმძიმეს და “იუვეში” თამაშის უდიდეს პასუხისმგებლობას.

მედიაში არ გაჟღერებულა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, ვისაც ბაზაზე დარჩენის სურვილი, სულ რაღაც 3 დღით, არ სურდათ…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …