მთავარი / სიახლეები / რატომ არის “იუვეში” მუდმივად ტრავმების ეპიდემია? შემთხვევითობა თუ ალეგრის პრობლემა?

რატომ არის “იუვეში” მუდმივად ტრავმების ეპიდემია? შემთხვევითობა თუ ალეგრის პრობლემა?

ანხელ დი მარიამ მიმდინარე სეზონში, რომელიც სულ რაღაც ორი თვის დაწყებულია, ტრავმა მესამედ მიიღო და ბოლო ცნობებით, სამი კვირა ვერ ითამაშებს, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ ოთხ თამაშს გამოტოვებს.

დი მარიამ ამ სეზონში კონკრეტულად ტრავმის გამო 4 შეხვედრა უკვე გამოტოვა (აქ არ შედის დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებული 2 თამაში) და ვინაიდან 4 მატჩს დანამდვილებით კიდევ გამოტოვებს, გამოდის, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე ტრავმის გამო მინიმუმ 8 თამაში გაუცდა.

იტალიური მედია წერს, რომ დი მარიას ხანგრძლივ კარიერაში მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როცა სეზონში 8 თამაში გამოტოვა ტრავმის გამოისობით. 2011-2012 წლების სეზონში, როცა „რეალში“ იყო და 2015 და 2016 წლებში, როცა „მანჩესტერისა“ და პსჟ-ს ღირსებას იცავდა. თუმცა, საქმე ისაა, რომ მაშინ დი მარიამ 8 თამაში მთლიან სეზონში გამოტოვა, ხოლო ახლა სეზონის ნახევარიც არ არის გასული!

ზოგადად, „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შემდეგ მუდმივი ტრავმიანობაა და ისეთი ფეხბურთელები იღებენ ხშირად ტრავმებს, რომლებიც მანამდე ამით არ გამოირჩეოდნენ. ალბათ, გახსენებადაც არ ღირს, ფედერიკო კიეზას უმძიმესი ტრავმაც და პოლ პოგბას შემთხვევაც. იტალიელი ჟურნალისტები ამას არასწორ მოსამზადებელ ეტაპსა და არასწორი მეთოდის ვარჯიშებს აწერენ, რომელიც ალეგრის აქვს.

ფაქტი ერთია, ტურინულ კლუბში გამუდმებით ტრავმების ეპიდემიაა და გამოსავალიც არ ჩანს. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს დაზიანებები მხოლოდ გადატვირთული კალენდრისა და შემთხვევითობების შედეგი არაა, პრობლემა შეიძლება სხვა რამეში მდგომარეობდეს…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …