მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ფანები კვარაცხელიაზე წერენ: “ეს ჩემპიონი ჩვენი იყო, რატომ დავკარგეთ ასე იოლად?”

“იუვეს” ფანები კვარაცხელიაზე წერენ: “ეს ჩემპიონი ჩვენი იყო, რატომ დავკარგეთ ასე იოლად?”

ტურინის „იუვენტუსის“ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან. ისეთი ფანებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვას ნანობენ და წერენ:

„ქართველი, რომელიც „ნაპოლიმ“ იყიდა, ნამდვილი ჩემპიონია და ჩვენი იყო. რატომ გავუშვით ასე იოლად ხელიდან?“

„დამტვრეული მოთამაშეები ვიყიდეთ, რატომ არ მივაქციეთ ყურადღება კვარაცხელიას?“

„იმედგამაცრუებელი სატრანსფერო კამპანია“.

„რამდენი შეცდომა დავუშვით ბაზარზე“.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო პარატიჩის ხვიჩა კვარაცხელიას „იუვეში“ ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ მისი გუნდიდან წასვლით ეს გარიგებაც ჩაიშალა და ქართველი „ნაპოლიში“ აღმოჩნდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …