მთავარი / სიახლეები / ადანი: “იუვეს” ფანები “ალიანც სთედიუმზე” ნებისმიერ გუნდთან შიშს განიცდიან”

ადანი: “იუვეს” ფანები “ალიანც სთედიუმზე” ნებისმიერ გუნდთან შიშს განიცდიან”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყველაზე დიდი მარცხი ისაა, რომ სტადიონზე ტიფოზები აღარ დადიან და ვინც მიდის, „ალიანც სთედიუმზე“ შიშით ცხოვრობენ.

„იუვემ“ მძიმე გაკვეთილი მიიღო, „ბენფიკამ“ საფეხბურთო გამოფენა გამართა. დი მარია? ფეხბურთელი, რომელიც „იუვეს“ უნდა ეყიდა, დავიდ ნერეში იყო და არა დი მარია. სწორედ ნერეშის დამსახურებაა 20%-ით „ბენფიკას“ გამარჯვება. ლისაბონელები ერთი თვეა მუშაობენ, არა წელიწადი და ორი თვე, როგორც ალეგრი. „იუვემ“ 3 წლის წინ სწორი გზა აირჩია, თუმცა მალევე მასზე უარი თქვა. თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, 20-30 მილიონ ევროს დაკარგავენ.

ყველაზე დიდი მარცხი კი ისაა, რომ ხალხი სტადიონზე აღარ მიდის. ხალხი „ალიანც სთედიუმზე“ შიშში ცხოვრობს და გუნდი ამას გრძნობს. „იუვენტუსის“ წინააღმდეგ სუსტი გუნდებიც თამამად თამაშობენ და ამ მიმართულებით კლუბს როგორი მომავალი აქვს? ფეხბურთელები საკუთარ სტადიონზე მარტო არიან“, – თქვა ადანიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …